დრევანდელი რეალობიდან გამომდინარე , დასაქმებული მშობლების უმრავლესობა სახლში დაბრუნების შემდეგ შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ უთმობს . სკოლის გარეთ, ოჯახსა თუ სოციუმში მიღებული გამოცდილება უზარმაზარ გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე და განაპირობებს მის აკადემიურ პროგრესს. მშობლების ყურადღების გარეშე, ან მინიმალური ყურადღების პირობებში დარჩენილ ბავშვებში პრობლემები იჩენს თავს. უნდა აღინიშნოს, რომ გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვებში ხშირად მშობლების მითითებები პროტესტის გრძნობას იწვევს. ამდენად, მოსაწავლეთა აკადემიური წინსვლის უზრუნველყოფა უპირველესი ამოცანაა. ამისთვის საჭიროა კლასგარეშე აქტივობებისა და პროგრამების დაგეგმვა . სადამრიგებლო პროგრამის ამოსავალი წერტილია ისეთი უნარ-ჩვევების სწავლება, როგორიცაა: პრობლემების გადაჭრა, კონფლიქტების მართვა, თვითკონტროლი, გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობის აღება, , ობიექტური თვით-შეფასება და ა.შ. დიდია ოჯახების როლი კლასგარეშე პროგრამებში, რადგან ისინი პირდაპირ კავშირში არიან და გავლენას ახდენენ ბავშვებზე. ამიტომ, აქტიურად ვთანამშრომლობ მათთან .მშობელთა უმრავლესობა არ არის აქტიურად ჩართული არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ სასკოლო ცხოვრებაშიც. როგორც წესი, ისინი ფიქრობენ, რომ სკოლასთან ინტენსიური თანამშრომლობით ბევრს ვერაფერს შეცვლიან. თუმცა როგორც კი მშობლებს საშუალება ეძლევათ, ამ პროცესში უშუალოდ ჩაერთონ, მათი უიმედო დამოკიდებულება ქრება და ისინი ხვდებიან, რომ აქტიურობა მართლაც მნიშვნელოვანია. მშობლებს იმ ღონისძიების შესახებ ვატყობინებ, რომლესაც უახლოეს მომავალში ვგეგმავ და ვთხოვ, რომ მოსამზადებელ სამუშაოებში შეძლებისდაგვარად ჩაერთონ. მათი ჩართულობა მოსწავლეთა მოტივაციას საგრძნობლად აამაღლებს. მშობლებს მივცემ იმის საშუალებას, რომ დისკუსიაში აქტიურად ჩაერთონ. მშობელთა კრების დასასრულს ვთხოვ მშობლებს, რომ წერილობით მომაწოდონ საკუთარი შთაბეჭდილებები სამუშაო შეხვედრის შესახებ. წინასწარ მოვამზადებ მარტივ კითხვარს, რათა მშობლებმა კრიტიკული შენიშვნები თუ საქებარი სიტყვები ამ ფორმით მომაწოდონ. კითხვარში იქნება მსგავსი ტიპის კითხვები: რა მოეწონათ და რა არ მოეწონათ კრებაზე, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა რეკომენდაციების შემოთავაზება შეუძლიათ და ა.შ. გამოკითხვა აუცილებლად ანონიმური იქნება. მათი პასუხები დამეხმარება, რომ მომდევნო შეხვედრა უფრო წარმატებული და ორივე მხარისათვის საინტერესო იყოს.
სადამრიგებლო საათის გეგმა
> შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა
> მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა
> ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი
სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:
1. პიროვნული და მორალური განვითარება
2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი - პირადი ჰიგიენა
3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება - ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/ ტრადიციები, წესები და კანონები;
4. თვალსაწიერის გაფართოება - ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.
No comments:
Post a Comment